მუდმივი სახლის ძიებაში




Mix
🐾🤍 აიყვანე პაწაწინა ბიჭი, რომელიც თავის სამუდამო სახლს ეძებს 🤍🐾 ის სხვა სიამის კნუტებთან ერთად მიატოვეს და ამ პაწაწინა არსებას სამყაროსთან შეჯახება მეტისმეტად ადრე მოუწია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის ყველაზე თბილ და საყვარელ ბიჭად დარჩა. 🥺🤍 🎀 ბიჭი | 2 თვის 🐱 დედა სიამის კატა 💕 ძალიან მეგობრული, ალერსიანი და მოსიყვარულე 🧠 ჭკვიანი და ცნობისმოყვარე 🧼 ქვიშის ტუალეტს მიჩვეულია 💉 ჩატარებული აქვს პირველი აცრა 💊 დამუშავებულია ჭიებზე 📘 აქვს საკუთარი პასპორტი ის თამაშის მოყვარული, ნაზი, ჭკვიანი და უდიდესი სიყვარულით სავსეა. ახლა მას მხოლოდ უსაფრთხო სახლი და ოჯახი სჭირდება, რომელიც მას აღარასდროს მიატოვებს. 🏡🤍 ⚠️ მისთვის ვეძებთ მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილად პასუხისმგებლიან ოჯახს — ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცხოველების მოვლის ცოდნა, გამოცდილება და ესმით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ცოცხალ არსებაზე ზრუნვა. ეს არ არის დროებითი ვალდებულება ან იმპულსური გადაწყვეტილება. გვინდა, ის გაიზარდოს ისეთ სახლში, სადაც ეყვარებათ, დაიცავენ, სათანადოდ მოუვლიან და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიჩნევენ. ❤️ მან მიტოვების ტკივილი ერთხელ უკვე გამოსცადა. მისი შემდეგი სახლი სამუდამო უნდა იყოს. 🐾🤍