მუდმივი სახლის ძიებაში






Domestic Shorthair
უგემრიელესი პატარა Namu ეძებს თავის სამუდამო ოჯახს! ♥️🐾 ეს ულამაზესი პატარა ბიჭი ერთ-ერთია იმ შვიდი პაწაწინა, გადარჩენილი კნუტიდან, რომლებიც ქუჩაში, მუყაოს ყუთში მიტოვებულები ვიპოვეთ, გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე. ჩვენ ისინი შევიფარეთ და სიყვარულით, ხელით გავზარდეთ. ისინი ჯანმრთელ, ბედნიერ, თამაშის მოყვარულ და ულამაზეს კნუტებად გაიზარდნენ. ერთმა და-ძმამ უკვე იპოვა მზრუნველი ოჯახი და ახლა ეს პატარა სილამაზეც თავისას ელოდება. 🥹♥️ 🐾 1.5 თვის ბიჭი ✅ ლოტოკს მიჩვეული ✅ ჭამს დამოუკიდებლად ✅ ჭიაზე დამუშავებული ❤️ თბილი, ალერსიანი, თამაშის მოყვარული და აბსოლუტურად საოცარი ძალიან გაგვიხარდება, თუ მას თავის ერთ-ერთ შავ/შოკოლადისფერ დასთან ერთად აიყვანენ, რათა გვერდიგვერდ გაიზარდონ და დაუსრულებლად ითამაშონ.🐾♥️☺️ გაჩუქდება მხოლოდ გასაუბრების შემდეგ და სტერილიზაციის ვალდებულებით, შესაბამის ასაკში. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ამ პატარა ბიჭს აჩუქოთ უსაფრთხო და მოსიყვარულე სახლი, რომელსაც ის იმსახურებს, გთხოვთ, მოგვწერეთ. მან უკვე იმდენი რამ გადაიტანა — ახლა მას მხოლოდ ოჯახი სჭირდება, რომელიც სამუდამოდ შეიყვარებს. 🐾💕