მუდმივი სახლის ძიებაში






Tabby, mix
~ იდეალურია მათთვის, ვინც ალერსიან კომპანიონს ეძებს. პატარა და ნაზი. თვინიერი და ძალიან კომუნიკაბელურია — აღმერთებს ყურადღებასა და მოფერებას. როდესაც მოფერებას ითხოვს, ერთ უკანა თათს ჭიმავს. ხოლო, როდესაც სიამოვნებს, კუდს მაღლა სწევს და სიხარულისგან აქიცინებს. ძალიან მოლაპარაკეა და თითქმის ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. სხვა ცხოველებთან კარგად ეწყობა. იდეალური კომპანიონია — სჭირდება ადამიანი, რომელიც მის გვერდით იქნება და საუბარშიც აჰყვება. წინწკლებიანი ტაბია, თეთრი მუცლით. ზურგზე წვიმის წვეთების ფორმის ლაქები აქვს, სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც — Regn შვედურად წვიმას ნიშნავს. მწვანე თვალები აქვს, გუგის გარშემო მოლურჯო ელფერით.