მუდმივი სახლის ძიებაში








ეს პატარა ნამცეცა სულ შემთხვევით ვიპოვე მთავარ მაგისტრალზე, ქუთაისთან ახლოს. პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა: პატარა წერტილი დიდი ძაღლების ფონზე მოკუნტული იწვა და კანკალებდა. რა თქმა უნდა, იქ ვერ დავტოვებდი. ჩამოვიყვანე თბილისში, ჩავუტარე გამოკვლევები. ფიზიკურად ჯანმრთელია, მხოლოდ გიარდიას პასუხი მოვიდა დადებითი. დანიშნული აქვს მკურნალობა და წამლები ნაყიდია. ამჟამად ნამცეცა ჩემს სადარბაზოშია მიკედლებული, მაგრამ ეს არ არის ადგილი, რომელიც ლეკვის გამოჯანმრთელებისთვისაა მისაღები. ნამცეცა ეძებს მუდმივ სახლს და ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ მას, როგორც ახალი ოჯახის წევრს და არ მოაკლებენ ზრუნვას და სიყვარულს. ნამცეცა არის ძალიან მშვიდი, მამაცი და ჭკვიანი გოგო. ვეტერინარულ შემოწმებაზე იყო ძალიან ყოჩაღი და ერთხელ არ დაუწუწუნია! დარწმუნებული ვარ, ის ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო მეგობარი გახდება. უმჯობესია ოჯახი, რომელსაც აქვს უკვე გამოცდილება ცხოველის მოვლის და ამჟამად არ ჰყავს სხვა შინაური ცხოველი ან შესაძლებელია ნამცეცას იზოლაცია მკურნალობის 10 დღიან პერიოდში.