მუდმივი სახლის ძიებაში




ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘ 1
ბალონკას მეტისი
ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘ 2
ბალონკას მეტისი
ტესა და ნიტა არიან დები. დაიბადნენ დაახლოებით 2021 წლის 1 აპრილს ქუთაისში, მაგრამ ახლა თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე ცხოვრობენ. საოცრად თბილები და მეგობრულები არიან, სრულიად უცხო და ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიღება და ალერსი შეუძლიათ. ძააალიან უყვართ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ სულ გამოკეტილები არიან. ისეთი საყვარლები არიან, რომ შეუძლებელია ნახვისთანავე არ შეგიყვარდეთ.<3<3 ნიტა სულ თეთრი ფერისაა, უფრო მოუსვენარია ვიდრე ტესა. ტესა უფრო მშვიდია, ნაცრისფერ-თეთრ ფერებშია. საშუალოზე ცოტა პატარებიც არიან, წონა 12-15 კგ იქნება. უვლის ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც ძალიან უჭირს მათი პატრონობა - თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შეფარებული და ჩაკეტილი არიან აუშენებელი კერძო სახლის პირველ სართულზე, სადაც მეორადი განათებით შედის გარედან შუქი და ნესტია. ორ-სამ დღეში ერთხელ ახერხებს მათთან მისვლას და ძალიან უჭირს მოვლა და გასეირნება. დაბადებიდან ერთად არიან და ერთმანეთის გარეშე ვერ გაძელებენ. არიან სტერილურები და ჩიპირებულები. ვაქცინაცია ბოლოს 2025 წლის 30 აგვისტოს გაუკეთდათ. ახლა დღე-დღეზე უნდა აიცრან. <3<3<3