მუდმივი სახლის ძიებაში




Mixed
რიჩი და ლეა სულ პატარა ლეკვები იყვნენ, როდესაც ვაკის პარკში მიატოვეს. მაშინ მათ ძალიან ეშინოდათ, შიოდათ და ყველას ემალებოდნენ, რადგან ადამიანებს არ ენდობოდნენ. დღეს ისინი უკვე ულამაზესი, ჭკვიანი, 2 წლის და-ძმა არიან, რომლებიც ერთად ეძებენ მზრუნველ ოჯახს. რადგან რთულ დროს მათ მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ, ჩვენ კატეგორიულად არ გვინდა მათი დაშორება. თუ დიდი ეზო გაქვთ, ეს საოცარი, აცრილი და სტერილიზებული დუეტი საუკეთესო არჩევანია — ისინი თქვენს სახლსაც დაიცავენ და საოცრად ერთგული კომპანიონებიც იქნებიან. ისინი ძალიან ჭკვიანები და შესანიშნავი მცველები არიან. ამასთან, ბავშვებთან და სხვა ძაღლებთანაც შესანიშნავად მეგობრობენ.