მუდმივი სახლის ძიებაში




Russian Hound
Simba მანქანის ქვეშ შევარდნას გადაარჩინეს, როდესაც ის სულ რაღაც 3 კვირის იყო და ჯერ კარგადაც კი ვერ ხედავდა. ახლა ის ძალიან მხიარული და ჯანმრთელი პატარა ბიჭია, რომელიც მუდამ მზადაა თამაშისა და ახლის სწავლისთვის. ის ადვილად ითვისებს ყველაფერს და უკვე რამდენიმე ბრძანებაც იცის, მათ შორის, შუქის ჩაქრობაც 😎 ის ეძებს მზრუნველ ოჯახს, სადაც ოჯახის საყვარელ წევრად, სახლის პირობებში იცხოვრებს. დაიძინებს სადმე მყუდროდ და თბილად 🐾💕 Simba-ს უკვე აქვს ოფიციალური პასპორტი, აცრილია, მიკროჩიპირებულია და რეგისტრირებული! მოკლედ, ამ პატარა ბიჭს ყველა საბუთი წესრიგში აქვს! თუ ფიქრობთ, რომ თქვენი 🏡 საუკეთესო ადგილია მისი ნაზი სულისთვის... გთხოვთ, მომწეროთ 💌 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აყვანის შემთხვევაში, საჭირო გახდება მისი მიკროჩიპის სარეგისტრაციო მონაცემების განახლება და ახალი პატრონის დეტალების რეგისტრაცია (პროცედურა უფასოა, თუმცა კანონით სავალდებულოა).