მუდმივი სახლის ძიებაში




Stray
Tariel 8 თვის, წარმოუდგენლად საყვარელი და მეგობრული ბიჭია. უზომოდ უყვარს ადამიანები და სხვა ცხოველებსაც ძალიან კარგად ეწყობა. ის თამაშის მოყვარული, ალერსიანი და კომუნიკაბელურია, უყვარს ადამიანებთან დროის გატარება, ყურადღება და თამაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Tariel-მა იპოვოს სწორი ოჯახი და სამუდამოდ მათი სახლის უსაყვარლეს წევრად იქცეს. თუ ფიქრობთ, რომ Tariel-სთვის შესაფერისი ადამიანი ან ოჯახი იქნებით, სიამოვნებით მოგიყვებით მის შესახებ და შეხვედრასაც დავგეგმავთ.