მუდმივი სახლის ძიებაში










Mixed-breed
დაახლოებით ორი თვის წინ ჩემმა მეგობრებმა ის ქუჩიდან იხსნეს და მე დროებით შევიფარე. ვეტერინართან მივიყვანე, აცრები ჩავუტარე და დავრწმუნდი, რომ სრულიად ჯანმრთელია. ჩატარებული აქვს Tricat/კომპლექსური ვაქცინაცია და გააჩნია ჯანმრთელობის პასპორტი. სამწუხაროდ, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კატებზე ალერგია მაქვს და მისი შენახვისთვის საჭირო მუდმივი ხარჯების გაწევაც არ შემიძლია. ამიტომ, ახლა მისთვის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან, მუდმივ ოჯახს ვეძებ. ვისურვებდი, რომ ახალმა პატრონმა სრული პასუხისმგებლობა აიღოს მის მომავალ მოვლაზე, ჯანმრთელობის პასპორტი და რეგისტრაცია კი თავის სახელზე გადაიფორმოს. კატასთან ერთად ახალ პატრონს საჩუქრად გადაეცემა მისი ყველა ნივთი.