მუდმივი სახლის ძიებაში










mix
ქვემოთ მოცემული ისტორია, ფოტოები, ჯანმრთელობის ინფორმაცია და კონტაქტი ყველა მათგანს ეხება.
ჩვენ ეკოსოფელი საქართველო ვართ და ჩვენმა მეზობლებმა ეს კნუტები ჩვენს ტერიტორიაზე მიატოვეს. ამიტომ, მათთვის სასწრაფოდ ვეძებთ მზრუნველ ოჯახებს. ისინი ძალიან თამაშის მოყვარული, მოსიყვარულე და კრუტუნა ფისოები არიან. 1) სამფერა გოგო - ცნობისმოყვარე, თამაშის მოყვარული და კრუტუნა პატარა პრინცესაა. ძალიან აქტიური, ჯანმრთელი და სიყვარულით სავსე არსებაა. 2) ჟღალი ბიჭი - გასაკვირად მშვიდია, თუმცა თამაშიც უყვარს და ძალიან თბილია. თავის დებთან შედარებით უფრო დამყოლი ხასიათისაა. ძალიან წყნარი და ფუმფულა ბიჭია. 3) თეთრი გოგო ნაცრისფერი ლაქებით - ნამდვილი პატარა ცელქია. თავისი საჭმლისთვის ყველას ეომება. მიუხედავად იმისა, რომ მისი და-ძმა მასზე დიდები არიან, ის ყოველთვის თავისას იცავს. ასე რომ, ხასიათიანი გოგოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან თბილი კნუტია და სულ კალთაში ჩახტომა უნდა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ამ პატარებს მზრუნველი პატრონები ვუპოვოთ. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ჩვენს ტერიტორიაზე ამდენ ცხოველზე ვიზრუნოთ. გაზიარება ზრუნვაა! 🎀