მუდმივი სახლის ძიებაში










ამ ულამაზეს გოგოს მუდმივი სახლი სჭირდება. მას ჩვენს მაღაზიაში ვუვლით, თუმცა მაღაზია მისი მუდმივი სახლი არ არის. ამასთან, კარის გაღებისთანავე გარეთ გადის, ქუჩა კი მისთვის უსაფრთხო ადგილი სულაც არ არის, რადგან არაფრის ეშინია. ადამიანების ასეთი დიდი მოყვარული კატა არასდროს შემხვედრია. იმედი მაქვს, ეს განსაკუთრებული გოგო იპოვის საკუთარ, უსაფრთხო სახლსა და ოჯახს, სადაც ეყვარებათ და მასზე იზრუნებენ.