მუდმივი სახლის ძიებაში




ეს კნუტი მას შემდეგ იპოვეს, რაც ვიღაცამ ფეხი დაარტყა და მენჯი მოუტეხა. კლინიკაში ვეტერინარებმა გვითხრეს, რომ ოპერაციას აზრი არ ჰქონდა და ძვალი თავისით უნდა შეხორცებულიყო. ის ყველაზე ტკბილი და თამაშის მოყვარული გოგოა! ტრავმიდან 2 კვირა გავიდა და მისი მოტეხილობა უკვე სრულად შეხორცდა. ამჟამად ის დროებით სახლშია, მაგრამ თუ ამ საწყალ, ტკბილ გოგოს არავინ აიყვანს, ისევ ქუჩაში აღმოჩნდება.