მუდმივი სახლის ძიებაში








🐾🤍 აიყვანეთ და გადაარჩინე პატარა გოგონა, მიეცი სიყვარულით სავსე ხანგრძლივი ცხოვრება 🤍🐾 ის სიამის ჯიშის სხვა კნუტებთან ერთად მიატოვეს; ასეთ პატარას სამყაროსთან გამკლავება ნაადრევად მოუწია. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მეგობრული და მოსიყვარულეა. 🎀 4 თვის 🐱 დედა - სიამის ჯიშის კატა, მამა - უცნობი )) 💕 ძალიან მეგობრული, ალერსიანი და მოსიყვარულე 🧠 ჭკვიანი, ფრთხილი და ცნობისმოყვარე 🧼 იცის ტუალეტის (ქვიშის) გამოყენება 💉 ჩატარებული აქვს პირველი აცრა 💊 დამუშავებულია პარაზიტებისგან 📘 აქვს საკუთარი პასპორტი ^^ ის არის მხიარული, ნაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე. ახლა მას მხოლოდ უსაფრთხო სახლი და ისეთი ოჯახი სჭირდება, რომელიც მას აღარასდროს მიატოვებს. 🏡🤍 ⚠️ მისთვის ვეძებთ მხოლოდ მართლაც პასუხისმგებლიან ოჯახს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცხოველებზე ზრუნვის ცოდნა და გამოცდილება და ესმით ცოცხალ არსებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. ეს არ არის დროებითი პასუხისმგებლობა ან იმპულსური გადაწყვეტილება. ჩვენ გვსურს, ის გაიზარდოს სახლში, სადაც ეყვარებათ, დაიცავენ, სათანადოდ მოუვლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე ოჯახის წევრად მიიჩნევენ. ❤️ მან მიტოვების ტკივილი უკვე ერთხელ გამოსცადა. მისი მომდევნო სახლი მისი მუდმივი სახლი უნდა იყოს.** 🐾🤍 დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ და გაჩვენებთ სხვა ფოტო/ვიდეოს. ტრანსპორტი შესაძლებელია