მუდმივი სახლის ძიებაში








დეიზი და ლეისი თბილისის ერთ-ერთი კორპუსის ეზოს სკვერში ცხოვრობენ, ადამიანებთან თამამად მიდიან და ეთამაშებიან, მათზე რამდენიმე მეზობელი ზრუნავს, თუმცა კორპუსის ამხანაგობამ კრების ოქმით მიიღო გადაწყვეტილება რომ ეზოს ტერიტორიაზე კატების გამოკვება აეკრძალათ. ამიტომ დეიზის და ლეისის ფარულად ვკვებავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოყვება სერიოზული ჩხუბი და კამათი. რეალობა ასეთია რომ ამ კატებს მეზობლების უმეტესობა ერჩის და ეს მეზობლები ასევე ერჩიან იმ ადამიანებს ვინც ზრუნავს მათზე. კნუტების ჩუქების შემთხვევაში მათ გადაარჩენთ საშინელი ადამიანებია გარემოცვაში ყოფნისგან, რადგან უკვე ზამთარი მოდის და ნაკლებია მათი გადარჩენის შანსი, ამ მეზობლებმა არც ის იკმარეს რომ კვება კნუტევის აკრძალულია, ასევე ამოქოლეს ყველა შესაძლო თავშესაფარი ეზოში კატებისთვის, ყველა სარდაფის თუ ეზოს კარი ისეა დაკეტილი კატების გამო რომ მათ მხოლოდ მზის გულზე პატარა სკვერში არსებულ ტეიროტორიაზე შეუძლიათ გაჩერება. დეიზის და ლეისის ჩუქებით თქვენ უდიდეს კეთილ საქმეს გააკეთებთ, მათ დაუფინანსდებათ ყველანაირი დეჰელმინაცია, ყველანაირი, აცრა, ასევე სტერილიზაცია და დამატებით მოყვებათ საჩუქრები მზრუნველი ადამიანებისგან.