მუდმივი სახლის ძიებაში






უთბილესი ბიჭო, რომელიც ქუჩაში დაიბადა 2 დაიკოსთან ერთად, ეძებს პატრონს. სამწუხაროდ ერთხელ უკვე გაჩუქების პირას უკან გამოაბრუნეს. ვუვლი სახლში, თუმცა ვერ გავაჩერებ დიდხანს, რადგან ჩემი ფისო ვერ ეგუება. ბიჭოს მოუწევს ქუჩაში დაბრუნება პატრონს თუ ვერ იპოვის. მკურნალობს ყურის პარაზიტზე, შესაძლებელია სხვა ცხოველებთან ერთად ყოფნა. დამუშავებულია ჭიაზე. ფისოს მოგიყვანთ ნებისმიერ ადგილას თბილისში და დაგიფინანსებთ მის სამომავლო აცრებს და სტერილიზაციას.