მუდმივი სახლის ძიებაში








გაიცანით ვიტია! ულამაზესი, შავ-თეთრი ბიჭი ბზინვარე ბეწვით, პაწაწინა კუდითა და ენის გამოყოფის უსაყვარლესი ჩვევით. 😋 ის ნაზი, ალერსიანი და ცოტათი მორცხვია. გაჩუქების აქციაზე ყველაზე უსაფრთხო ადგილი იპოვა - ვიღაცის ხელებში პატარა კრევეტივით მოიკუნტა. 🥹 🐾 ჯანმრთელი, აცრილი და სტერილურია. 🏡 ამჟამად ვიტიას ეზოში მხოლოდ პატარა სახლი და საბანი აქვს. მაგრამ ეს ტკბილი ბიჭი საკუთარ დივანსა და ადამიანს იმსახურებს, რომელიც უსაზღვროდ შეიყვარებს! 📍 თბილისი. ტრანსპორტირებაში დაგეხმარებით. ❤️ ვიტია მხოლოდ სახლს არ ეძებს - ის თავის ადამიანს ეძებს. სამაგიეროდ, გპირდებათ, რომ თქვენი დივნის ყველაზე მომხიბვლელი სამშვენისი იქნება