მუდმივი სახლის ძიებაში










გაიცანით ლულუ ულამაზესი სიამის გოგონა, რომელიც თავის მუდმივ სახლს ეძებს! Tortie Point სიამის ჯიშის კატა 🫧 დამუშავებულია ჭიებზე და გარეგან პარაზიტებზე 💉 აცრილია კატის გავრცელებული დაავადებებისა და ცოფის წინააღმდეგ 📕 აქვს საკუთარი პასპორტი 🧼 მიჩვეულია საპირფარეშოს 💗 მისი სტერილიზაცია სრულად დაფინანსდება! რით არის ლულუ განსაკუთრებული? ლულუს ძალიან უყვარს მოფერება, თამაში და გემრიელი საკვები. ის მოსიყვარულე, სანდო და მეგობრული კატაა, რომელიც ადვილად ეგუება ახალ ადამიანებს. ასევე, კარგად ეწყობა ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. ლულუ უბრალოდ ლამაზი კატა არ არის - ის მოსიყვარულე, პატარა სულია, რომელიც საკუთარ ოჯახს იმსახურებს. ჩვენ ვეძებთ მზრუნველ და პასუხისმგებლიან ოჯახს, რომელიც ლულუს უსაფრთხო სახლს, დიდ სიყვარულსა და სათანადო მზრუნველობას შესთავაზებს და ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიღებს. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ კატის აყვანა სამუდამო ვალდებულებაა და არა დროებითი გადაწყვეტილება. ლულუ იმსახურებს ადამიანს, რომელსაც ესმის შინაური ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და მზად არის, მუდმივად ისწავლოს, თუ როგორ იზრუნოს მასზე საუკეთესოდ. თუ მზად ხართ, ამ საყვარელ გოგონას თქვენი გული და სახლი გაუღოთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით! გთხოვთ, გააზიაროთ მისი პოსტი და დაეხმაროთ ლულუს თავისი მუდმივი ოჯახის პოვნაში!