მუდმივი სახლის ძიებაში






მსოფლიოში ყველაზე კეთილი კატები მზრუნველ ოჯახს ეძებენ და ისინი აუცილებლად ერთად უნდა აიყვანონ. ძალიან ნაზები, ძალიან კეთილები, სრულიად უწყინარები, კრუტუნა და მომხიბვლელი ფისოები. ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ: ერთმანეთზე ჩახუტებულებს სძინავთ, ერთად ჭამენ და თამაშობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ და მათი დაშორება უმძიმეს სტრესს გამოიწვევს. ამიტომ, ამ ტკბილ არსებებს მხოლოდ ყველაზე კეთილი და პასუხისმგებლიანი ოჯახი აიყვანს, იმ პირობით, რომ ისინი მუდამ ერთად იქნებიან.