მუდმივი სახლის ძიებაში








Mixed
კატა ქუჩიდან კნუტობისას გადაარჩინეს. ის კარგად მოვლილი, ჯანმრთელი, აცრილი და მიკროჩიპირებულია, აქვს საკუთარი პასპორტი. არის კონტაქტური, უყვარს თამაში, მიჩვეულია ადამიანებს და გაზრდილია სახლის პირობებში. გაჩუქების მიზეზი ოჯახის მეორე, 5 წლის კატაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეეგუა მას. უფროს კატას დეპრესია, შფოთვა და სტრესი დაეწყო, რაც დროთა განმავლობაში, გაუმჯობესების ნაცვლად, მწვავდება. ამ ფონზე, მას ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა. ამიტომ, უმჯობესია, თუ კატები ცალ-ცალკე იცხოვრებენ. ერთ სივრცეში ყოფნა ორივესთვის სტრესულია. კატა გაჩუქდება მხოლოდ მზრუნველ და პასუხისმგებლიან ადამიანზე.