მუდმივი სახლის ძიებაში




გაიცანით როზი — ნაზი გოგონა, რომელიც სულ ახლახან თბილისის ქუჩიდან გადავარჩინეთ. რთული დასაწყისის მიუხედავად, ძალიან მშვიდი და თბილია: უყვარს ხელში ყოფნა, საათობით მოგეხუტებათ და თან ნაზად გელაპარაკებათ. როზის სასწრაფოდ სჭირდება დროებითი მზრუნველი ან მუდმივი, მოსიყვარულე ოჯახი. იქნებ სწორედ თქვენ აჩუქოთ მას ის სითბო, რასაც იმსახურებს?