მუდმივი სახლის ძიებაში










საოცარი, ტკბილი ბიჭი ოჯახს ეძებს. წონა: 2 კგ მდებარეობა: საქართველო ძალიან მშვიდი, ზომიერად თამაშის მოყვარული და ცნობისმოყვარეა. ქუჩაში ცხოვრობდა, საიდანაც დროებით სახლში წამოვიყვანეთ. სამწუხაროდ, მის დატოვებას ვერ ვახერხებთ, რადგან ჩვენი კატა მასზე ეჭვიანობს. თუმცა, თვითონ კატას კარგად ეგუება და მასთან მშვიდი ურთიერთობა აქვს. * დამუშავებულია ჭიებსა და რწყილებზე * ჯერ არასტერილურია * სჭირდება აცრები, პასპორტი და მიკროჩიპირება ის იმსახურებს მზრუნველ სახლსა და საკუთარ ოჯახს.