მუდმივი სახლის ძიებაში






ერთ წვიმიან ზამთრის ღამეს ჩემმა მეგობარმა ქუჩაში სულ გალუმპული პუნდუ იპოვა. საბოლოოდ, ჩვენ, სამმა მეგობარმა, ეს კატა ავიყვანეთ და რამდენიმე ბინის გამოცვლაც კი მოგვიწია, რომ პუნდუ ჩვენთან ყოფილიყო. მოგვიანებით, ჩემმა ორმა მეგობარმა სწავლა დაამთავრა და საქართველოდან წავიდა. ახლა პუნდუ ჩემთანაა, თუმცა ჩემს ამჟამინდელ საცხოვრებელში ბინის მეპატრონესა და სხვა მაცხოვრებლებს ცხოველები არ უყვართ და მთხოვენ, კატაზე უარი ვთქვა. ეს ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ვითარებაში პუნდუს ახალი სახლი სჭირდება. ჩვენ, მეგობრები, ვიღებთ პასუხისმგებლობას და დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველვყოფთ მას საკვებითა და ქვიშით. მერწმუნეთ, ეს ყველაზე ტკბილი კატაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ — მოფერება და ჩახუტება ძალიან უყვარს.