მუდმივი სახლის ძიებაში










მაკ ენდ ჩიზი მანქანის ძრავში ვიპოვეთ და ახლა თავის მზრუნველ ადამიანს ეძებს. ის ძალიან ენერგიული, თბილი და მხიარული ბიჭია, რომელსაც კალთაში ძილი და მოფერება ყველაფერს ურჩევნია. უკვე ვაქცინირებულია და იცის ქვიშის გამოყენება. ჭიპთან აქვს პატარა თიაქარი, რის გამოც უკვე რამდენჯერმე დაიწუნეს. ეს მარტივად მოგვარდება კასტრაციასთან ერთად, ორივე ოპერაციის ხარჯებს კი სრულად დავფარავთ. მაკ ენდ ჩიზი ჩუქდება მხოლოდ უსაფრთხო, შიდა გარემოში საცხოვრებლად. შეგვიძლია თბილისის ნებისმიერ წერტილში მოგიყვანოთ.