მუდმივი სახლის ძიებაში










ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘ 1
მეტისი
ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘ 2
მეტისი
ფისოები ეძებენ თავიანთ სამუდამო სახლს! ეს ორი ულამაზესი კნუტი დაახლოებით 3 თვისაა. ისინი გადაარჩინეს და ცხოვრების რთული დასაწყისი უკვე უკან მოიტოვეს. კორონავირუსისგან განიკურნენ და ახლა სრულიად ჯანმრთელები, ბედნიერები და სიცოცხლით სავსენი არიან. ორივე გოგონა დამუშავებულია ჭიებსა და რწყილებზე. შავი გოგონა ენერგიის პატარა გორგალია! თამაშის მოყვარულია, ცნობისმოყვარე, თავგადასავლების მაძიებელი და გართობისთვის მუდამ მზადაა. ჭრელი გოგონა უფრო ნაზი და ალერსიანია, თავიდან კი — ოდნავ ფრთხილი. ძალიან უყვარს ყურადღება და მოფერება, თუმცა თამაშიც არანაკლებ სიამოვნებს. ორივე იმსახურებს მოსიყვარულე ოჯახს, უსაფრთხო სახლს და უსაზღვრო მზრუნველობას. იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მათ ბედნიერ მომავალს აჩუქებს? გაჩუქდებიან მხოლოდ პასუხისმგებლიან და მოსიყვარულე ოჯახში.