მუდმივი სახლის ძიებაში






Domestic shorthair
Kotello საუკეთესო ბიჭია, უბრალო და ძალიან საყვარელი ხასიათით. ის ძალიან კეთილი და სრულიად უკონფლიქტოა. განსაკუთრებით უყვარს მოფერება და კომპლიმენტების მოსმენა. მასთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა. [2] სხვა ცხოველებს, მათ შორის ძაღლებსაც, მომენტალურად უმეგობრდება. ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის ზუსტად ნული წამი სჭირდება. საფენს იდეალურადაა მიჩვეული. [3] რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ის სრულიად ჯანმრთელია, აცრილი, მიკროჩიპირებული და აქვს პასპორტი. დამუშავებულია ყველა სახის პარაზიტზე. იწონის 6.5 კილოგრამს, თუმცა ჭარბი წონა არ აქვს. კბილების უმეტესობა ამოღებული აქვს, მაგრამ ეშვები შენარჩუნებული აქვს.