მუდმივი სახლის ძიებაში


მიმი მარჯანიშვილზე, თავის ძმებთან ერთად ვიპოვეთ. თვალებზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მკურნალობა გაიარა და ახლა გასაჩუქებლად მზად არის. ქუჩაში ვერ დავაბრუნებთ, რადგან ცივი ზამთარი მოდის. სამწუხაროდ, ფინანსურადაც აღარ შეგვიძლია შემფარებლის ხარჯების დაფარვა. მისი ორი ძმა უკვე შეფარებულია, ეს პატარა კი ჯერ კიდევ ეძებს მოსიყვარულე ოჯახს. ნაზი, მშვიდი და ცოტა მშიშარა გოგოა. იქნებ თქვენ გახდეთ მისი თბილი და უსაფრთხო სახლი?