მუდმივი სახლის ძიებაში






სოლოლაკში, ჩვენი ფანჯრების წინ, პატარა, გამხდარი და დაკოჭლებული კნუტი ვიპოვეთ. ვეტერინარულ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, მან კალიცივირუსი უკვე დაძლია და ახლა დროებით მიმფარებელთან ჟიარდიოზის მკურნალობის ბოლო ეტაპს გადის. სანი საოცრად თბილი, მოსიყვარულე და ენერგიული გოგონაა, რომელიც ადამიანის ყურადღებას ძალიან აფასებს. ვინაიდან სახლში ზრდასრული კატა გვყავს, მისი მუდმივად დატოვება, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია. სანისთვის ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოყვარულ ოჯახს. ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება სახლს სხვა კატების გარეშე, თუმცა განვიხილავთ იმ კანდიდატურებსაც, ვინც ვეტერინარის რეკომენდაციით თავიდან მათ განცალკევებას შეძლებს. ახალ პატრონს სრულად გადავცემთ მის სამედიცინო ისტორიას, დოკუმენტაციასა და ნივთებს. დაეხმარეთ სანის, იპოვოს თავისი მუდმივი და მშვიდი სახლი!