მუდმივი სახლის ძიებაში






Metis
ეს Lucky-ია, 4 თვის ბიჭი კნუტი. ის ჩემმა შვილმა შემთხვევით იპოვა. თვალები საშინელ მდგომარეობაში აქვს. ვეტერინართან წავიყვანეთ და მკურნალობაც დაუნიშნეს. სამწუხაროდ, შესაძლოა ცალი თვალი დაკარგოს, მაგრამ მეორეს გადარჩენის შანსი კიდევ არსებობს. ჩვენ, გარკვეული მიზეზების გამო, მის დატოვებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ, ვეძებთ ადამიანს, რომელიც მასზე იზრუნებს და შეიყვარებს. თვალის ასეთი პრობლემით ის გარეთ მარტო ვერ გადარჩება. ამ პატარამ უკვე ბევრი გამოიარა და სიკვდილსაც გადაურჩა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ერთად ვუპოვოთ მას ახალი ოჯახი.