მუდმივი სახლის ძიებაში










Mixed
Chendler იმ 13 ლეკვიდან ერთ-ერთია, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში მიატოვეს. ეს 3 თვის ულამაზესი ბიჭი თავის და-ძმებს შორის ყველაზე აქტიური და ჭკვიანია, თუმცა ახლა მას ყველაზე მეტად თავისი ადამიანი და უსაფრთხო, თბილი სახლი სჭირდება. [2] მიუხედავად თამაშის მოყვარული ბუნებისა, Chendler მშვიდი, ჭკვიანი, დამცველი და მოფერების მოყვარული ძაღლია, რომელიც ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობს. ის უკვე აცრილია და სახლში მოქცევის წესებსაც წარმატებით სწავლობს. სხვა ძაღლებსა და ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან არაჩვეულებრივად ურთიერთობს. [3] თუ თქვენ ერთგულ, მოსიყვარულე და ჭკვიან კომპანიონს ეძებთ, Chendler მზადაა, თქვენი ცხოვრება უსაზღვრო სიყვარულითა და სიხარულით აავსოს.