მუდმივი სახლის ძიებაში




Mixed-breed
Linda და მისი დები ზამთრის დადგომამდე მიწისქვეშა სოროში დაიბადნენ. დედამ, რომელიც თავადაც პატარა ტანისაა, ერთი თვის შემდეგ ისინი გარეთ გამოიყვანა. ჩვენ მათთვის პატარა თავშესაფარი მოვაწყვეთ და ზრუნვა დავიწყეთ. ყველა მათგანი აცრილი და სტერილიზებულია, რამდენიმემ კი უკვე იპოვა სამუდამო სახლი. Linda და მისი და კი კვლავ ოჯახის მოლოდინში არიან. სამწუხაროდ, მათ გარშემო როგორც კეთილი, ისე სასტიკი ადამიანები არიან, ქუჩა კი უამრავ საფრთხეს შეიცავს. მათი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახლი ვუპოვოთ.