მუდმივი სახლის ძიებაში










წიხონია არის მხიარული, მშვიდი, მოსიყვარულე და ძალიან ჭკვიანი. ჭოგნარის თავშესაფარში ცხოვრებისას მან თავად ისწავლა ბურთის დევნა და თამაში! ერთადერთი ის იყო, რომ ბურთის მაგივრობას ბაღში ხიდან ჩამოცვენილი მანდარინები უწევდა. ახლა წიხონია თბილისში, დროებით შემფარებელთან იმყოფება. ის ეჩვევა ქალაქის ცხოვრებას, სწავლობს მის ხმაურსა და რიტმთან შეგუებას. სწავლობს საბელზე სიარულს, სახლში მარტო დარჩენასა და სხვა შინაურ ცხოველებთან შეწყობას. მან უკვე რამდენჯერმე მოინახულა გრუმერი და ვეტერინარი და ყოველი ვიზიტისას ნამდვილი ვარსკვლავივით იქცეოდა! თუ წიხონია შეგიყვარდათ და თბილისში იმყოფებით, სიამოვნებით მოგიწყობთ შეხვედრას. ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ მის ტრანსპორტირებაში რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში.