მუდმივი სახლის ძიებაში






ამ პატარა საოცრებას აქვს უსაყვარლესი და დაუჯერებელი ისტორია. მისი გადარჩენა სრულიად შემთხვევითი და უცაბედი იყო 👀 იპოვეს გზატკეცილზე, 1 თვის, უმწეო, დამშეული, ხმამაღლა ტიროდა. შოკირებულებმა ვიდეო გადაიღეს და როცა ეს ვიდეო გავრცელდა, უცბად უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, ბევრი შეძრწუნდა იმ სანახაობით თუ როგორ შეუძლია ადამიანს გაწიროს და მიატოვოს ლეკვი ასე გულცივად და ბოროტულად. მას შემდგომ, დაუღალავი შრომით და ზრუნვით, ის ახლა უდარდელად ცხოვრობს დროებით შემფარებელთან. ვანო არის ის ადამიანი, ვინც ყოველდღიურად განცხრომაში ამყოფებს. თუმცა ეს მხოლოდ დროებითია, ეს არ არის მისი ოჯახი, მისი სამუდამო საცხოვრებელი. 💉 პირველი კომპლექსური აცრა ჩატარებულია 💊 ჭიაზე დამუშავებულია 🐾 დაახლოებით 2 ,5 თვის 🎀 ტკბილი პატარა გოგო, სახე აქვს უნაზესი 🐾 არის სრულიად შავი და იღბლიანი 🏡 ეძებს მუდმივ ოჯახს, მხოლოდ ქალაქში და მხოლოდ ბინაში!! მას სჭირდება კარგი მოვლა, ბევრი სიყვარული, ხშირი ყურადღება, რეგულარული გრუმინგი, ვარჯიში და პასუხისმგებლიანი პატრონები. ლეკვი დროებითი გადაწყვეტილება არ არის, მხოლოდ პასუხისმგებლიან და მზრუნველ ოჯახს ვაჩუქებთ! თუ ფიქრობთ რომ მილი თქვენი ოჯახის წევრი უნდა გახდეს და სრულიად მზად ხართ იყოთ საუკეთესო პატრონი მისთვის, გთხოვთ, მოგვწერე ან დაგვირეკე და შევთანხმდებით