მუდმივი სახლის ძიებაში






❤️ კოკო ეძებს თავის მოსიყვარულე ოჯახს! 🐾 გაიცანით კოკო — ულამაზესი, შავბეწვიანი გოგონა, რომელსაც 2026 წლის 23 ივნისს ქუჩაში მიტოვებულსა და ატირებულს შევხვდი. მას შემდეგ ვზრუნავ მასზე და ახლა მინდა, ვიპოვო ადამიანი, რომელიც მას სამუდამო სახლს აჩუქებს. ❤️ 🐶 კოკო დაახლოებით 5–6 თვისაა, იწონის 9 კგ-ზე მეტს და, სავარაუდოდ, მონადირე ძაღლის მეტისია. ის ენერგიული, მხიარული, ცნობისმოყვარე და ძალიან მოსიყვარულეა. უყვარს ადამიანთან ყოფნა, თამაში და ყურადღება. ადამიანებთან შეხვედრისას ზოგჯერ სიხარულს ხტუნვით გამოხატავს. ამ ჩვევის გამოსწორებაზე უკვე ვმუშაობთ. კოკო ვაქცინირებულია, ჩიპირებულია და დამუშავებულია ჭიებზე. 🏡 ვეძებ მისთვის მზრუნველ ადამიანს, რომელიც სახლში აცხოვრებს, იზრუნებს მასზე და ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიღებს. კოკოს სჭირდება სითბო, სიყვარული და უსაფრთხო სახლი, სადაც თავს მიტოვებულად აღარასდროს იგრძნობს. 📩 დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში. გთხოვთ, გააზიაროთ — იქნებ კოკომ თავისი ადამიანი იპოვოს! ❤️🐾