მუდმივი სახლის ძიებაში








ლესი სოფელში, გზაზე დატოვეს. ის რამდენიმე კვირის წინ მიატოვეს და მას შემდეგ მის წინა ოჯახს ვეღარ მივაკვლიეთ. 😞 ის წარმოუდგენლად თბილი და მოსიყვარულეა. თამაში ძალიან უყვარს და სულ იმის მოლოდინშია, რომ ვინმე მივა და ეთამაშება. 🥺💙 ლესი ამჟამად ქუჩაში, ზუსტად გზის პირას ცხოვრობს, რაც მისთვის უკიდურესად საშიშია. 😞 ლესის აყვანით თქვენ მას იმ ბედნიერ ცხოვრებას აჩუქებთ, რომელსაც იმსახურებს, ის კი სამაგიეროდ სამუდამო სიყვარულს გპირდებათ. გთხოვთ, მიეცით მას შანსი, იპოვოს თავისი სამუდამო სახლი.