მუდმივი სახლის ძიებაში






როდესაც ბაბი სულ პატარა ლეკვი იყო, მას ძალიან მძიმე ვირუსი დაემართა. მან სიცოცხლისთვის ბევრი იბრძოლა და ვირუსიც დაამარცხა, მაგრამ ეს გულადი გოგო დღემდე ელოდება თავის ადამიანს. ის წარმოუდგენლად სასაცილო, მხიარული და ალერსიანია. ბაბი საშუალო ზომის მეტისია და სხვა ძაღლებთანაც შესანიშნავად ეწყობა. ის უკვე აცრილი და სტერილიზებულია. თუ ეძებთ მშვიდ კომპანიონს, რომელიც თქვენს დღეებს გაგილამაზებთ, ბაბი მზადაა, თავისი მხიარული ხასიათით თქვენს ცხოვრებაში ბევრი სიხარული შემოიტანოს.