მუდმივი სახლის ძიებაში






ამ პატარა საოცრებას აქვს უსაყვარლესი და დაუჯერებელი ისტორია. მისი გადარჩენა სრულიად შემთხვევითი და უცაბედი იყო 👀 იპოვეს გზატკეცილზე, 1 თვის, უმწეო, დამშეული, ხმამაღლა ტიროდა. შოკირებულებმა ვიდეო გადაიღეს და როცა ეს ვიდეო გავრცელდა, უცბად უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, ბევრი შეძრწუნდა იმ სანახაობით თუ როგორ შეუძლია ადამიანს გაწიროს და მიატოვოს ლეკვი ასე გულცივად და ბოროტულად. მას შემდგომ, დაუღალავი შრომით და ზრუნვით, ის ახლა ცხოვრობს დროებით შემფარებელთან. ხშირად არის მოწყენილი, რადგან სჭირდება ის ინდივიდუალური მოვლა და სიყვარული, რაც ამ წამს მისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ვანო არის ის ადამიანი, ვინც უვლის. თუმცა ეს მხოლოდ დროებითია, ეს არ არის მისი ოჯახი, მისი სამუდამო საცხოვრებელი. 💉 პირველი კომპლექსური აცრა ჩატარებულია 💊 ჭიაზე დამუშავებულია 🎀 ტკბილი პატარა გოგო, სახე აქვს უნაზესი 🐾 არის უთბილესი და უსაყვარლესი 🏡 ეძებს მუდმივ ოჯახს, მხოლოდ ქალაქში და მხოლოდ ბინაში!! 🐾 გაიზრდება დაახლოებით 10 კგმდე მას სჭირდება კარგი მოვლა, ბევრი სიყვარული, ხშირი ყურადღება, გრუმინგი, ვარჯიში და პასუხისმგებლიანი პატრონები. ლეკვი დროებითი გადაწყვეტილება არ არის, მხოლოდ პასუხისმგებლიან და მზრუნველ ოჯახს ვაჩუქებთ! თუ ფიქრობთ რომ მილი თქვენი ოჯახის წევრი უნდა გახდეს და სრულიად მზად ხართ იყოთ საუკეთესო პატრონი მისთვის, გთხოვთ, მოგვწერე ან დაგვირეკე და შევთანხმდებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ მისთვის საუკეთესო არჩევანი ხართ 🙏 🏋️♀️ დაინტერესებული ოჯახი ვალდებულია:⬇️ 📍იაზრებდეს, რომ ძაღლს შეუძლია 15-დან 20+ წლამდე იცოცხლოს. 📍იცოდეს ნუტრიენტებით მდიდარი კვების, სოციალიზაციის, მოვლისა და თამაშის, , ინტერაქციული სათამაშოების და რუტინული/გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების მნიშვნელობა 📍 შეავსოს აყვანის განაცხადი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (მოქმედი პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა) მისამართით. ხელი მოაწეროს აყვანის ხელშეკრულებას. 📍 ქირის შემთხვევაში, მოიჯარეებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა როგორც შინაური ცხოველების დაშვების დამადასტურებელი საბუთი. 📍 იცოდეს როგორ ჰქონდეს დაცული სახლი, უნდა იყოს უსაფრთხო ტოქსიკური ოთახის მცენარეებისგან თავისუფალი, თავისუფალი ქიმიკატებისგან ან მცირე ზომის გადასაყლაპი ნივთებისგან. გაჩუქდება მხოლოდ ბინაში 📍იცოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ‘რა და როდის’ შესახებ (ვაქცინაცია, მიკროჩიპის დამონტაჟება და სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაცია 6 თვიდან+ წლის შემდეგ) 📍 იცოდეს, რა კონკრეტული პროცედურებია საჭირო ცუგოსთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის და რა არის ამ პროცედურების სავარაუდო ხანგრძლივობა.