მუდმივი სახლის ძიებაში






Mixed-breed
Lini და მისი დები ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მიწისქვეშა სოროში დაიბადნენ. პატარა დედამ ისინი ერთი თვის ასაკში გამოიყვანა. ჩვენ მათთვის პატარა თავშესაფარი მოვაწყვეთ და ზრუნვა დავიწყეთ. ისინი აცრილები და სტერილიზებულები არიან, ზოგიერთი მათგანი კი უკვე აყვანილია. Lini და მისი და კი ჯერ კიდევ ოჯახს ეძებენ. სამწუხაროდ, გზად კეთილი და სასტიკი ადამიანებიც ხვდებიან, ქუჩა კი უამრავი საფრთხითაა სავსე. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად ვიპოვოთ მათთვის სახლი და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. ის ულამაზესი, პატარა გოგოა, რომელიც თქვენთვის შესანიშნავი კომპანიონი გახდება.