მუდმივი სახლის ძიებაში






Mix
Lucky ძალიან ალერსიანი და აქტიური 7 თვის ლეკვია, რომელსაც უზომოდ უყვარს მოფერება და თამაში. ის ქუჩაში დაიბადა და ამჟამად ბათუმში, ერთი-ერთი დაწესებულების ეზოში, დედასთან და დებთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად რთული ბავშვობისა, როდესაც პარვოვირუსსაც კი მამაცურად გაუმკლავდა და დაამარცხა, ის ახლა სრულიად ჯანმრთელი, ენერგიული, აცრილი და სტერილიზებული გოგოა. ეს ჭკვიანი, საშუალო ენერგიის მეტისი შესანიშნავად ეწყობა სხვა ძაღლებსა და ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, თუმცა კატებთან ფრთხილი გაცნობა დასჭირდება. რადგან სახლში აქამდე არ უცხოვრია, სახლის წესების სწავლაში მცირედი დახმარება დასჭირდება. Lucky ნამდვილი მოფერების მოყვარულია, ადვილად სწავლობს და სრულიად მზადაა, მოსიყვარულე, მუდმივი ოჯახი იპოვოს.