მუდმივი სახლის ძიებაში


Dogo Argentino mixed-breed
ლამაზთვალება ზუკომ მასწავლა, რა არის მეგობრობა. გაცნობიდან ზუსტად 5 წუთში თავი დამადო და სრულიად მენდო. ჩემთან ერთად პაემნებზე დადიოდა და, როდესაც ღამის ცვლიდან სახლში ვბრუნდებოდი, პირდაპირ ჩემ გვერდით იძინებდა. ჩიტისაც კი ეშინოდა, თუმცა თვეების განმავლობაში მოტოციკლზე, ჩემს ჩანთაში, მშვიდად იჯდა. პანიკური შეტევის დროს ზუკო პირველი ჩნდებოდა ჩემს საწოლთან. თავიდანვე შევამჩნიე მისი ულამაზესი თვალები და შავი მოხაზულობა ცალი თვალის გარშემო, რის გამოც ანიმაციური სერიალიდან, „ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი“, სახელი Zuko შევურჩიე. ის მგრძნობიარე, თამაშის მოყვარული, თავისუფალი, სიცოცხლით სავსეა და რაც ყველაზე მთავარია — ნამდვილი, საუკეთესო მეგობარია.