მუდმივი სახლის ძიებაში






გაიცანით თავგასა — წარმოუდგენლად ერთგული და მამაცი ძაღლი, რომლის მიზანდასახულობა და ოჯახის პოვნის სურვილი ნამდვილად შთამაგონებელია. ის უსაზღვროდ თბილია ადამიანების მიმართ, სიხარულით ხვდება სტუმრებს და როცა სითბოს გრძნობს, ყველანაირად ცდილობს, საუკეთესო მეგობარი გახდეს. ის შეიძლება არ არის ფუმფულა ლეკვი, მაგრამ ნამდვილად არის უერთგულესი მეგობარი, რომელმაც სიყვარულის ფასი ზუსტად იცის. თუ თავგასას თქვენს ოჯახში მიიღებთ, მისთვის გახდებით ის სასწაული, რომელიც დაარწმუნებს, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირდა.