მუდმივი სახლის ძიებაში




Mixed
Lady სულ პატარა ლეკვი იყო, როდესაც მშენებლობაზე მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გასაზრდელად საუკეთესო ადგილი არ იყო, ერთ კეთილ გოგოს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და Lady-ზე ყოველდღე ზრუნავდა. ახლა ის 1 წლისაა და დიდ, ულამაზეს ძაღლად იქცა. [2] Lady ფანტასტიკური მცველია, რომელიც თქვენს დიდ ეზოს შესანიშნავად დაიცავს, მაგრამ ამავდროულად მოფერების დიდი მოყვარულიცაა. ის ძალიან ენერგიული, თამაშის მოყვარული და ჭკვიანი გოგოა, რომელიც არაჩვეულებრივად ეგუება ნებისმიერი ასაკის ბავშვებსა და სხვა ძაღლებს. [3] აცრილი, სტერილიზებული და სიცოცხლით სავსე, ეს დამოუკიდებელი, მაგრამ ალერსიანი გოგო მზადაა, მუდმივი სახლი იპოვოს. Lady ეძებს მზრუნველ ოჯახს დიდი ეზოთი, სადაც თავისუფლად სირბილს და თავის საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას შეძლებს.