მუდმივი სახლის ძიებაში






Mixed
Hermione თავის ადამიანს ეძებს. ეს 3 თვის პატარა გოგოა, აცრილი, დამუშავებული და კარგად მოვლილი. ულამაზესი, ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და ენერგიით სავსეა. ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში და მოფერება. Hermione ერთ-ერთი იმ ლეკვთაგანია, რომელიც პირველივე დანახვისთანავე შეგიყვარდებათ. ახლა მას მხოლოდ ერთი რამ აკლია: მისი ნამდვილი ადამიანი, რომელიც მას მთელი გულით შეიყვარებს და არასდროს მიატოვებს. ის საუკეთესო ოჯახს იმსახურებს. თუ მზად ხართ, რომ ერთგული მეგობარი შეიძინოთ და Hermione-ს ბედნიერი ბავშვობა აჩუქოთ, დაგვიკავშირდით.