მუდმივი სახლის ძიებაში




Mixed-breed
გამარჯობა! მე Mia ვარ — ნაზი, მოფერების მოყვარული, გამორჩეული ხასიათისა და დიდი გულის პატრონი გოგო 🐶 2025 წლის ივნისში დავიბადე. ჯანმრთელი, აცრილი, ჭიებზე დამუშავებული და სტერილიზებული ვარ! 12 კგ-ს ვიწონი. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვარ, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ჩემს ადამიანთან სიახლოვეა. ძააალიან თბილი და ალერსიანი ვარ — ყურადღება და ნაზი შეხება მიყვარს. მაგრამ, ამავდროულად, მშვიდი ვარ: არ ვხტუნაობ და არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ჩუმად მოვდივარ და ფრთხილად გეკრობით მოსაფერებლად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენ გვერდით ვიყო, სითბოსა და მზრუნველობას ვგრძნობდე. შეიძლება, ახალ ადგილთან შესაგუებლად ან რაიმე ახლის სასწავლად ცოტა დრო დამჭირდეს, მაგრამ ძალიან ვცდილობ და ყველაფერს სწრაფად ვითვისებ. როდესაც თავს დაცულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ, შემიძლია გავერთო, ვირბინო და ვითამაშო. თუმცა, ცელქობა დიდად არ მიყვარს. თუ ახლოს სხვა ლეკვია, შეიძლება, ცოტა მეც ავყვე თამაშში, მაგრამ ბრძანებებს მაინც ვემორჩილები და ვცდილობ, ყველაფერი სწორად გავაკეთო.