მუდმივი სახლის ძიებაში








Mixed breed
ქვემოთ მოცემული ისტორია, ფოტოები, ჯანმრთელობის ინფორმაცია და კონტაქტი ყველა მათგანს ეხება.
ორი თვის წინ ეს საყვარელი და ულამაზესი გოგონები თავიანთ 8 და-ძმასთან ერთად ქუჩაში მიატოვეს 😞 სამწუხაროდ, ყველა ვერ გადარჩა. მათ ძმას მანქანა დაეჯახა. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის და მალე თავის მუდმივ სახლში წავა 💙 მაგრამ ეს სამი პატარა ანგელოზი ისევ ქუჩაშია და თავიანთ მზრუნველ ოჯახებს ელოდებიან 🥺 ძალიან თამაშის მოყვარულები არიან, ერთმანეთი უზომოდ უყვართ და აღმერთებენ ყველას, ვინც მათზე ზრუნავს 💙 დამუშავებულები არიან შიდა და გარე პარაზიტებზე, სტერილიზებულები არიან და ჩატარებული აქვთ ცოფის და ორი კომპლექსური აცრა. თუ გსურთ, მათი ოჯახი გახდეთ, ეს ტკბილი გოგონები მზად არიან, მთელი თავიანთი უდიდესი სიყვარულით დაგასაჩუქრონ 🥹🐾