მუდმივი სახლის ძიებაში






Mixed-breed
ვიღაცამ გზის პირას 5 პატარა გოგონა ყუთით დატოვა… ის უბრალოდ სახლიდან გამოაგდეს. თითქმის ერთი თვის, დედის გარეშე. 🥹 სასწაულია, რომ მისი ტირილი გავიგონეთ და ვიპოვეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა. გულში ვიკრავდით, ვცდილობდით გაგვეთბო და დაგვემშვიდებინა 💔 ახლა მასზე ჩვენ, მოხალისეები ვზრუნავთ. ის ჯანმრთელია და თავის სამუდამო ადამიანს ელოდება. 🐶 ჭიაზე დამუშავებულია 💉 პირველი აცრა გაკეთებული აქვს მან უკვე გადაიტანა ტკივილი და სტრესი... ახლა კი თქვენ შეგიძლიათ მისი ცხოვრება შეცვალოთ 🙏