მუდმივი სახლის ძიებაში






გაიცანით დარია, ოქროსფერი გოგონა, რომელიც სავსეა სიყვარულით. ის მაშინ იპოვეს, როდესაც სულ რაღაც 2 კილოგრამს იწონიდა და ავარიის შედეგად ფეხზე ძველი ტრავმა ჰქონდა. ექიმების დახმარებით მისი ფეხი გადარჩა, თუმცა ტრავმის კვალი თათზე ოდნავ მაინც ეტყობა. დღეს დარია სრულად ვაქცინირებული, სტერილიზებული და სახლში ცხოვრებას მიჩვეული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და მოფერება. ის ჭკვიანია და შესანიშნავად ეგუება როგორც სხვა ძაღლებს, ისე ნებისმიერი ასაკის ბავშვებს. დარია ეძებს ნამდვილ მეგობარს, რომელიც სითბოს გაუნაწილებს და სანაცვლოდ მისგან უპირობო სიყვარულს მიიღებს.