მუდმივი სახლის ძიებაში










ამ საყვარელ ბიჭოს, თავის ძმასთან ერთად, ერთ დროს პატრონი ჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უყურადღებოდ ტოვებდნენ და არასდროს მიუღიათ საჭირო ზრუნვა თუ კვება. მეზობელი ეზოებიდან ქათმები ზოგჯერ მათ ეზოში შემოდიოდნენ, ძაღლები კი დასდევდნენ და ხოცავდნენ, თუმცა არასდროს ჭამდნენ. ამის გამო ერთ-ერთი მეზობელი მათ დახოცვით დაემუქრა. რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ვიცოდით, რომ უნდა ჩავრეულიყავით და უსაფრთხო ადგილას გადაგვეყვანა. დღეს ის თავის ძმასთან,მაქსთან ერთად, შემოღობილ გარე სივრცეში ცხოვრობს. სამწუხაროდ, არცერთს არ ჰყავს საკუთარი ადამიანი და არც დროებითი სახლი აქვთ. ამ ეტაპზე, ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, მათ გამოკვებასა და შეძლებისდაგვარად მოვლაზე ზრუნვაა. სამწუხაროდ, ის ადგილიც კი, სადაც ახლა იმყოფებიან, არ არის უსაფრთხო და მუდმივი თავშესაფარი. მეზობლები უკმაყოფილოები არიან ძაღლების ყეფითა და მათი იქ ყოფნით, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის. ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ მზრუნველ ოჯახს დობისა დამაქსისთვის, სადაც ისინი, ბოლოს და ბოლოს, თავს დაცულად და სასურველად იგრძნობენ. დობი წარმოუდგენლად თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. ყველაზე მეტად ადამიანის სითბო, ყურადღება და მოფერება სწყურია. მას უდიდესი სიყვარულის გაცემა შეუძლია და მხოლოდ ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც ამ სიყვარულის გაზიარების შანსს საბოლოოდ მისცემს.