მუდმივი სახლის ძიებაში








Mixed
მხიარული, ძალიან ჭკვიანი და წარმოუდგენლად ერთგული ძაღლია. უყვარს თამაში, დამჯერი და ძალიან მოსიყვარულეა. Kote ავტობუსის გაჩერებაზე ვიპოვეთ, სრულიად დაბნეული. ახალი კასტრირებული იყო, ნაკერები ჯერ კიდევ ედო და ჭრილობა დაინფიცირებული ჰქონდა. მთელი დღე ყველგან თან დამყვებოდა, რადგან ძალიან ზრდილობიანია. ვეტერინართან წავიყვანე, ნაკერები მოვახსნევინე და ჭრილობას სრულ მოშუშებამდე ვუმუშავებდი. ამჟამად აივანზე გვყავს და მთელი სამეზობლო გვეხმარება მის მოვლაში, მაგრამ ის გამუდმებით სახლში შემოსვლას ცდილობს. საცოდაობაა, ასეთი ძაღლი ქუჩაში რომ იყოს. მასზე დიდი ძაღლები ერჩიან, თვითონ კი საერთოდ არააგრესიულია და ამის გამო ხშირად იჩაგრება. თუ ვინმე რუსთავში ან თბილისში გადაწყვეტს მის აყვანას, თავად მოგიყვანთ. გარწმუნებთ, არ ინანებთ.