მუდმივი სახლის ძიებაში






Mixed-breed
ვიღაცამ 5 პატარა გოგონა ყუთით გზაზე დატოვა... ის უბრალოდ სახლიდან გამოაგდეს. თითქმის ერთი თვის, დედის გარეშე. 🥹 სასწაულია, რომ მისი ტირილი გავიგეთ და ვიპოვეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ტირილს არ წყვეტდა. ხელში გვეჭირა და ვცდილობდით, გაგვეთბო და დაგვემშვიდებინა 💔 ჩვენ, მოხალისეები, ახლა მასზე ვზრუნავთ. ის ჯანმრთელია და თავის მუდმივ პატრონს ელოდება. 🐶 ჭიაზე დამუშავებული 💉 პირველი აცრა გაკეთებული აქვს მან უკვე განიცადა ტკივილი და სტრესი... ახლა კი თქვენ შეგიძლიათ მისი ცხოვრება შეცვალოთ 🙏